Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავიგე, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შეუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღლი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. სასწავლო გეგმაში ჩავწერე ეს შეკითხვები.
ასევე ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე.
დავიწყე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. 

Friday, October 26, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავასრულეთ მშობლისთვის განკუთვნილი ბროშურის  მომზადება,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე ,.პროექტის მიზანსა და პროექტის დასრულების შემდეგ მისაღწევ შედეგებზე.

Sunday, October 21, 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს სამიზნე აუდიტორიასთან  ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს. როგორიცაა  ბეჭდვითი  გამოცემები ახალი  ამბები, ბიულეტენი ,გაზეთი ბროშურა ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრაცია.

Saturday, October 20, 2018

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი პროექტებით სწავლების მნიშვნელობას, ამ პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.
შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.
გავეცანი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი.