Saturday, October 27, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს გავიგე, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შეუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღლი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. სასწავლო გეგმაში ჩავწერე ეს შეკითხვები.
ასევე ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე.
დავიწყე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. 

No comments:

Post a Comment